ქრისტეშობის დღესასწაული სამეგრელოში

12:13, 07.01.2026
ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგია აღევლინა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ტრადიციულად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ, ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
 
საშობაო ლიტურგიას ადგილობრივი მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფე გერასიმემ შეკრებილები დალოცა და მათ სიმშვიდისა და სიყვარულისკენ მოუწოდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინა. 

მსგავსი