ქრისტეშობის დღესასწაული კახეთში
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა ალავერდის მამათა მონასტერში. საზეიმო ლიტურგია ეპარქიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა აბბა ალავერდელმა დავითმა აღავლინა. მეუფე დავითმა, ტაძარში შეკრებილებს, ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.