ქრისტეშობის დღესასწაული – „ალილო“

18:07, 07.01.2026

სიყვარულის საწყისის – უფლის შობის დღესასწაულს ზეიმობს საქართველო.

დედაქალაქში დილიდან „ალილოს“ მსვლელობა გაიმართა. მონაწილეებმა ქრისტეს შობა პირადად მიულოცეს პატრიარქსაც. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდები, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძრამდე მივიდნენ. სასულიერო პირებმა  საშობაო პარაკლისი გადაიხადეს. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

მსგავსი