დღეს, 7 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობას აღნიშნავს. ყველა ქალაქში საზეიმო მსვლელობა „ალილო“ იმართება. თბილისში, ტრადიციულად, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მომლოცველები 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრნენ. „ალილოზე“ ტკბილეულსა და სურსათ-სანოვაგეს აგროვებენ, რაც შემდეგ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აღდგა.
ალილოდან პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი ჩაგვერთვება – როგორ მიმდინარეობს საზეიმო მსვლელობა?