ქრისტეშობის დღესასწაული – ალილო სამეგრელოში

15:26, 07.01.2026

ზუგდიდში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ალილოს მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ზუგდიდის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის მთავარ ქუჩებში გადაინაცვლა. მოზარდებმა და ახალგაზრდებმა ბიბლიური პერსონაჟები გააცოცხლეს და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცეს.

გზადაგზა ალილოს მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და შობის მახარობლებს საჩუქრები გადასცეს. ალილოს მსვლელობა, ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა. დღის ბოლოს შეგროვებული სურსათ-სანოვაგე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

მსგავსი