ქრისტეშობის დღესასწაული – ალილო რუსთავში
რუსთავში ალილოს დღესასწაული აღნიშნეს. მღვდელი ილია სამხარაძე, მრევლთან ერთად, წმინდა ალექსი ბერი შუშანიას სამლოცველოდან, ქალაქის ქუჩებში ლოცვითა და გალობით გავიდა. მომლოცველებმა რუსთაველებს ქრისტესშობა ამცნეს. შეგროვილი სურსათ-სანოვაგე შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება.