ქრისტეშობის დღესასწაული – ალილო გურიაში
შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო „ალილო“ გაიმართა. მსვლელობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცა.
„ალილოზე“ შეგროვებული შესაწირი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა. ალილოს საშობაო მსვლელობა მოეწყო ლანჩხუთშიც.