ქრისტეშობის დღესასწაული – ალილო ფოთში
ფოთში საშობაო ალილო ჩატარდა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს. საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა, პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. ალილოზე შეგროვდა სურსათ-სანოვაგე, რომელიც შემდეგ შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ.