ქრისტეშობის დღესასწაული – ალილო აჭარაში

15:05, 07.01.2026

საშობაო მსვლელობა მოეწყო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც. ალილოს მონაწილეებმა ბათუმის ქუჩები მოიარეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. ალილოს მსვლელობები ბათუმში ყველა მართლმადიდებლური ტაძრიდან ცალ-ცალკე მოეწყო და მთელი ქალაქი მოიცვა. ქრისტეშობის მახარობლები 12:00 საათიდან დაიძრნენ,  განსაკუთრებული ხალხმრავლობა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან იყო.

მერაბ წულუკიძე დეტალებით ბათუმიდან.

მსგავსი