ქრისტეშობის დღესასწაული აჭარაში

12:12, 07.01.2026
ქრისტეშობას ზეიმობენ აჭარაშიც. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ საღვთო ლიტურგია ქობულეთში, სოფელ გვარას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფემ მრევლი დალოცა და შობის დღესასწაული მიულოცა. ლიტურგიას მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 

მსგავსი