ქრისტეშობის დღესასწაული

კათოლიკე ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. ღვთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია 23:00 საათზე დაიყო. წირვის დაწყებას წინ უძღოდა სადღესასწაულო საკითხავების კითხვა, რის შემდეგაც ტაძარში ყრმის ქანდაკება შეაბრძანეს. საშობაო ლიტურგია ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. ეპისკოპოსმა წირვის დასრულების წინ, კათოლიკეებსა და ყველა ქრისტიანს შობის დღესასწაული მიულოცა. საშობაო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

დატოვე კომენტარი