ქრისტეშობის დღესასწაული

თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, საშობაო წირვას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღავლენს. სადღესასწაულო ლიტურგია ეპიდ-სიტუაციის გამო 23 საათის ნაცვლად 18 საათზე დაიწყო. საქართველოში დაახლოებით 50,000 კათოლიკე ცხოვრობს და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული კათოლიკური ტაძარი ფუნქციონირებს.