ქრისტეშობის დღესასწაული ატენისა და გორის ეპარქიაში
შობის დღესასწაული იზეიმეს ატენისა და გორის ეპარქიაშიც. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. გორში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.