ქრისტეშობის დღესასწაული
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, მეუფე შიომ ჩაატარა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მორწმუნეები შობას ფანჯრებთან ანთებული სანთლით ხვდებიან. ამ გზით მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებასა და შემოსვლას გამოხატავენ. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა.