ქორწინების სახლის რეაბილიტაცია სიღნაღში

18:44, 02.10.2025

ქალაქ სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. სარიტუალო დარბაზებს, რეაბილიტაციის შედეგად, სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც სრულად ერწყმის ქალაქის გარემოს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, სიღნაღის ქორწინების სახლში, 24 საათიანი სერვისი ამოქმედდება და წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაგეგმონ. სიღნაღის ქორწინების სახლის შენობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

მსგავსი