ქორეოგრაფიით და სხეულის ენით გადმოცემული ამბავი – თეატრ-სახელოსნო 42 სპექტაკლს თანამედროვე ჟანრში წარმოადგენს. პერფორმანსი ქალების ისტორიებზე, მოლოდინზე და ამ მოლოდინთან დაკავშირებულ თავგადასავლებზეა აგებული.
სიტყვების გარეშე, სხეულის ენით მოყოლილი ისტორიები და ამბები, რომლებიც ქალების ყოველდღიურობას, მათ გრძნობებსა და განცდებს უკავშირდება. სპექტაკლის პრემიერა თეატრ-სახელოსნო „42“-ში 31 იანვარს შედგება.