ქორეოგრაფიული ფანტაზია „ქრისტინე“

ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრის ინსპირაციით შექმნილი ქორეოგრაფიული ნომერი. ლადო გუდიაშვილის „ქრისტინეს“ სახე ამჯერად თანამედროვე ქორეოგრაფიულ დადგმაში გაცოცხლდება, რომლის ავტორი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა. თბილისის თანამედროვე ბალეტის მიერ წარმოდგენილ ქორეოგრაფიულ ფანტაზიაში ავტორმა მხატვრის ტილოს გმირის ემოციებისა და განცდების მოძრაობებში გადატანა და სცენური ვერსიის შექმნა სცადა. „ქრისტინე“ ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნა. ქორეოგრაფიული ფანტაზიით მაყურებელი იმ ეპოქაში იმოგზაურებს, რომელშიც ნაწარმოები დაიწერა, შემდეგ კი ნახატი შეიქმნა. პრემიერა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო სივრცეში 6 ივნისს გაიმართება.