„ხომლი 2025“ – ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე ფესტივალი გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 24 ანსამბლის 800-ზე მეტი მოცეკვავე მონაწილეობდა, მათ შორის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლეჩხუმი“. ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის მხარის წარმომადგენლები, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.