ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილი, რომელიც ბოლო წლებში თურქეთის სხვადასხვა თეატრში ბალეტმაისტერად მუშაობდა.

წლების განმავლობაში იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი, შემდეგ კი ქორეოგრაფი და პედაგოგი იყო.

2007 წელს ნუკრი მაღალაშვილმა თბილისში აღადგინა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“.

ქორეოგრაფს ხვალ დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა მიხეილის ეკლესიიდან შედგება.