ქონებრივი კომისიის სხდომა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადასხვა კონფესიისთვის ქონების გადაცემისა და ფინანსური დახმარების საკითხი განიხილა.

ქონებრივი და ფინანსური საკითხების სხდომაზე მართლმადიდებელი ეკლესიის 38 მოთხოვნიდან, 30 დაკმაყოფილდა. თხოვნები ძირითადად ტაძრების მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას ეხებოდა. დაკმაყოფილდა სომხური სამოციქულო ეკელესიის თხოვნა ახალქალაქის რაიონის სოფელ კორხში სურბ სტეფანოს ტაძრის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მისი რეაბილიტაციის მიზნით. ასევე დადებითად გადაწყდა ევანგელურ ლუთერული ეკლესიისა და გორში ევანგელურ პროტესტანტული ეკლესიის თხოვნები ფინანსური დახმარების შესახებ.

კომისის სხდომა წელს მესამედ ჩატარდა.