ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარი უქმდება
პარლამენტი მიმდინარე კვირაში ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია.
გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან. კანონპროექტის მიღების შემდეგ, მიმდინარე წლის ნოემბრიდან, ქონების გადასახადს 81 ათასი ოჯახი აღარ გადაიხდის.