ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებები

15:07, 04.09.2026

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტში მომავალ კვირას დააინიცირებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ცვლილებები მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება. განიხილება მინიმალური ზღვრის შეცვლა. დღეის მდგომარეობით, ქონების გადასახადის გადამხდელია ის პირი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. კაკაურიძის განცხადებით, პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რათა დაბეგვრის ახალი წესი ნოემბრამდე ამოქმედდეს, როდესაც ფიზიკურ პირებს გადასახადის გადახდის ვალდებულება ექნებათ.

მსგავსი