ქონების დაბრუნება

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა, 3 დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული 6 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ორი მსჯავრდებულის, ვასილ კვერნაძის და  გურამ მეფარიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი   გამოძიების საფუძველზე 2009-10 წლებში წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, 3 დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება.