ქოლცენტრების საქმე – საგამოძიებო მოქმედებები
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ობიექტებზე, სადაც სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით“, – აცხადებენ უწყებაში.