„ქოლცენტრების საქმე“ – პოლიტიკური შეფასებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქოლცენტრების საქმე“. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვა არსებობს. მათი ნაწილი აქცენტს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაზე აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოში ქაოსი და შერჩევითი სამართლით ქვეყნის მართვის პრეცედენტია შექმნილი. მმართველ გუნდში კი – აცხადებენ, რომ ხელისუფლება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს.