„ქოლცენტრების საქმე“- აღკვეთის ღონისძიების მოლოდინში

15:09, 19.02.2026

ჟურნალისტ ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 180-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. თავად კილაძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში და რა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული ბრალდება. ადვოკატს საქმის მასალები სავარაუდოდ დღეს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 10 პირს წარუდგინა, მათ შორის არიან ოთარ ფარცხალაძე და ელისო კილაძე.

მსგავსი