„ქოლცენტრების საქმე“ 

21:29, 19.02.2026

ე.წ. ქოლცენტრების კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა გახსნილად ცხადდება.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველად ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი სისხლის სამართლის უკვე მეორე გახმაურებულ საქმეზე წაუყენეს. ტრანსნაციონალური დანაშაულის ფიგურანტებად ცხადდებიან ფარცხალაძის გარემოცვის წევრები, მათ შორის ძმები მიქაძეები, ასევე „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებელი ელისო კილაძე, რომელსაც საგამოძიებო მასალების მიხედვით ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის კანონიერად წარმოჩენა და საინფორმაციო მხარდაჭერა ჰქონდა დავალებული. ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე ინვესტიციების განთავსების შეთავაზება და მოგების მიღების დაპირება – გამოძიების მიხედით, ამ სქემით მუშაობდა დანაშაულებრივი ჯგუფი. თუ საგამოძიებო მასალებს დავეყრდნობით, სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე გახსნილმა „ქოლცენტრებმა“ უცხო ქვეყნის 200 000-ზე მეტი მოქალაქე დააზარალა, 10 მილიონამდე დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა კი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ბრალდებულთა ნაწილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. ამ წუთებში სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

მსგავსი