„ქოლცენტრების საქმე“

არახამიას გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში.

საუბარია მარჯანიშვილის გამზირზე სამი დღის წინ დალუქულ ოფისზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრი იყო განთავსებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ის გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით, რასაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კატეგორიულად უარყოფს და ხელისუფლებას ქოლცენტრის იმიტაციის შექმნაში ადანაშაულებს. გამოძიება ამ ეტაპზე არაფერს ამბობს, თუმცა ფაქტია, რომ სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე განთავსებული სასტუმრო ვაშაძის ძმას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს შენობის მესაკუთრე კომპანიის წილების ნაწილის მფლობელიცაა, ამავე ოფისში მოქმედი კიდევ ერთი კომპანია კი ვინმე მიხეილ არახამიას მფლობელობაშია, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელი მაღალჩინოსნის ნათესავია. სანამ ქართველი სამართალდამცავი უწყებები ევროპელ სამართალდამცავებთან ერთად ქოლცენტრების საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელს იძიებენ, მანამდე ოპოზიცია გახმაურებული საქმის საპარლამენტო დონეზე შესწავლას ითხოვს. მმართველი გუნდის კატეგორიული უარის მიუხედავად, საკითხი ოპონენტების დღის წესრიგიდან არ იხსნება.