ქობულეთში სწავლა შეწყდა  

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სკოლაში კორონავირუსით ხუთი მოსწავლე და ცხრა მასწავლებელია ინფიცირებული. ნაწილს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეკომენდაციების შესაბამისად, სასწავლო პროცესი კლასებში 12 დღეში ან ორ კვირაში განახლდება.