ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ. მერიის შენობასთან შეკრებილი სანდასუფთავების სამსახურის 118 თანამშრომელი კვარტალურ პრემიას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ პრემია შრომით ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული და თანხის მიღებამდე, ქალაქს არ დაასუფთავებენ.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა და განუმარტა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პრემიის თანხა გათვალისწინებული არ არის. მერის განმარტებამ მეეზოვეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

მეეზოვის ხელფასი 280 ლარია.

 

დატოვე კომენტარი