ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება

18:41, 13.10.2026

ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის და ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შეჯამდა, აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში, განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების მომზადებას ემსახურებოდა. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ პროცესი დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა, მნიშვნელოვანია როგორც აჭარის რეგიონთან სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის, ისე აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.

მსგავსი