ქობულეთის 1.2 კმ-ანი სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

პროექტი ასევე მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველობილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

პროექტს ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.