„ქიმია“ საქართველოს პირველ არხზე 

ადამიანები ერთი და იმავე დიაგნოზით და საერთო ისტორიებით.

ხვალიდან საქართველოს პირველი არხის ეთერში 16-სერიანი ქართული მხატვრული სერიალი იწყება.„ქიმია“ – ეს არის სერიალი ოთხ ქალზე, რომლებმაც ერთმანეთი მძიმე სენის დიაგნოზის დასმის შემდეგ ქიმიოთერაპიის ოთახში გაიცნეს.

ახალ სერიალში ნახავთ, როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის ონკო-პაციენტები და რა იცვლება ადამიანების ცხოვრებაში მძიმე დაავადების გამოვლენის შემდეგ.

16-სერიანი დრამა საქართველოს პირველი არხის ეთერში კვირაში ორჯერ გავა.

დატოვე კომენტარი