„ქიმია“ - პირველი არხი სერიალს იღებს

საქართველოს პირველი არხი საკუთარ ბაზაზე სერიალების გადაღებას განაგრძობს.

შემოდგომაზე მაყურებელი ახალ სატელევიზიო სერიალს ნახავს იმ ქალებზე, რომლებსაც საერთო ტკივილი აერთიანებთ. „ქიმია“ – ასე ჰქვია ტელე-სერიალს, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების ისტორიებზე იქნება აგებული.

სატელევიზიო პროექტის მთავარი მიზანი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში გავრცელებული სტიგმების დანგრევაა. ტელე-სერიალის გადასაღები პავილიონი პირველი არხის შენობაშია განთავსებული. ახალი   სერიალის რეჟისორი ნინო დადვანია.