ქიბარ ხალვაშის განცხადება

„რუსთავი ორის“ გასხვისების შესახებ განცხადება ტელევიზიის 100 %-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა დღეს წერილობით გაავრცელა.

ხალვაშის განცხადებით, „კომპანია გასხვისდება გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. თუმცა გამონაკლისი მიხეილ სააკაშვილია. კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს“.

ქიბარ ხალვაშის განმარტებით, „კომპანიის შეძენის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტური, საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონი ამერიკული დოლარის თანხის განთავსება.

კონკურსში გამარჯვებულს საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს. მსურველებმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ უნდა გამოხატონ, რის შემდეგაც განხილული იქნება შემოთავაზებები“,- აცხადებს ქიბარ ხალვაში.

დატოვე კომენტარი