ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკამერების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა ქიბარ ხალვაში.

კომპანიის ახალი მესაკუთრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ეკუთვნის თუ არა მას ფაქსიმილე დოკუმენტზე, რომელითაც ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილისადმი ვალის არსებობას ადასტურებს.

თემის დეტალები „მოამბეში“.