ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის კოლაბორაციული სერია “ბრტყელი სივრცე” გამოფენაზე “იზოლაციის კედელი” - კარანტინის დროს მხატვრების სახელოსნოდ ქცეული სახლი და შერეული ტექნიკით შესრულებული აბსტრაქტული ნამუშევარი - ორი მხატვრის პირველი კოლაბორაცია

კარანტინის დროს გაჩენილი იდეა – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხვალ დამთვალიერებელი ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის პირველ კოლაბორაციას იხილავს. ერთობლივად შექმნილი აბსტრაქციული ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებაც სიმბოლური დატვირთვის აქვს.

ექსპოზიცია 50-მდე ნამუშევარს აერთიანებს. „იზოლაციის კედელი“ პირველი გამოფენა იქნება, რომელსაც სახვითი ხელოვნების მუზეუმი კარანტინის შემდეგ უმასპინძლებს. ექსპოზიციის დათვალიერებას ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში შეძლებთ.

დატოვე კომენტარი