ნიუ იორკში მხატვარ ქეთი დავლიანიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ქართველმა ხელოვანმა ფერწერული ნამუშევრები წარადგინა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და სერგო ქობულაძის სახელოსნოს კურსდამთავრებული უკვე მრავალი წელია ქმნის როგორც ფერწერულ ნამუშევრებს, ისე ილუსტრაციასა და ქანდაკებებს. დავლიანიძის ნამუშევრები ფართოდ იყო გამოფენილი საქართველოში და საერთაშორისო დონეზე, ნამუშევრები ინახება ცნობილ კერძო და საჯარო კოლექციებში.