ქეთევან მირიანაშვილის წინასასამართლო სხდომა

ველისციხის აქციის დროს პოლიციელის ავტომანქანის თავდასხმაში ბრალდებულის, ქეთევან მირიანაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს. დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია და მისი გამოკვლევა ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არსებითი სხდომის თარიღი განსაზღვრა.

თავად ბრალდებული ქეთევან მირიანაშვილი, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში, ოპოზიციის აქციაზე ენმ-ს  მხარდამჭერის სტატუსით იმყოფებიდა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.