ქეთევან დედოფლის ხსენების დღე
მართლამდიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამის ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ალავერდის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ალავერდელ მიტროპოლიტთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, მან ყურადღება გაამახვილა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივ აღსასრულსა და მისი თავგანწირვის გავლენაზე ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილები დალოცა და მათ ქეთევანობის დღესასწაული მიულოცა.