ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

12:07, 03.03.2018

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ასევე საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა პირველ არხთან ,,კვირის ინტერვიუში” სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები ახალგორში, საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევათ.

მსგავსი