ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და გამოწვეული მძიმე შედეგებია, მათ შორის საუბარი შეეხო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს.

თავდაპირველად, სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივანს კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა. მოგვიანებით კი, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია არენასთან გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი მას თვალს აქტიურად ადევნებს.

მისივე თქმით, 2020 წლის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა თემაზე – „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.