ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში დასრულებულია. ქეთევან ციხელაშვილმა მოლაპარაკებები ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში, ხორვატიის წარმომადგენელთან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა.

განხილვის თემა იყო ის მძიმე ვითარება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. ისაუბრეს ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტზეც. ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში, ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობას გაესვა ხაზი.

დატოვე კომენტარი