ქეთევან ციხელაშვილის განცხადება

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა და ყველაფერი კეთდება იმისთვის,  რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას.  შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის მიზეზით, ორივე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.