ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ბერკეტია გამოყენებული, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხერხდეს

ყველა ბერკეტია გამოყენებული იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და ორი თანამემამულის გათავისუფლება მოხერხდეს – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა.

წილკანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ჩავიდნენ, რომლებმაც ოჯახს მიუსამძიმრეს და პრემიერის გუშინდელი მიმართვა შეაფასეს. ნიკა რურუას განცხადებით, მთავრობის მეთაურის ამ განცხადებაზე პასუხი სრულიად მთავრობამ უნდა აგოს.

ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით კი, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თარიღი ჯერ ისევ უცნობია.