ქეთევან ციხელაშვილი კარალეთის მცხოვრებლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარალეთის მოსახლეობას შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილი სოფლის კრებას დაესწრო, სადაც მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით დახარჯოს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა.

დღესვე სამკერვალო „ლიდერთან“ ერთად სამინისტრო სოფელ ქვეშში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა. ცოხნიაშვილების ხუთშვილიანი ოჯახს სამკერვალო „ლიდერი“ პროდუქტით და საყოფაცხოვრებო საჭიროებით დაეხმარა.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სოციალურად დაუცველ ოჯახს მაცივარი ჩაუტანა.

დატოვე კომენტარი