ქეთევან ციხელაშვილი IPRM-ის შეხვედრას ეხმაურება

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ სუს-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება ქეთევან ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები მომავალში აქტიურად გამოიყენოს.

პარალელურად, ციხელაშვილის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა, სადაც სწორედ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და ცხედრის ქვეყანაში გადმოსვენებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად საოკუპაციო ძალებმა დააკავეს და ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.