ქეთევან ციხელაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

სამშვიდობო ინიციატივის პრაქტიკულ ნაწილში საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი  შეთავაზებები. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებს კრიტიკული როლი ექნებათ. კერძოდ, ისინი ინიციატივის სავაჭრო და საგანმანათლებლო ნაწილში ჩაერთვებიან. თავად დიპლომატიური კორპუსი აქცენტს დაინტერესებული პირების ინფორმირებულობაზე აკეთებს.

 

 

დატოვე კომენტარი