ქერიმ ანყოსი 

81 წლის ასაკში საქართველოში ქურთი-იეზიდების გამორჩეული წარმომადგენელი, მწერალი და განმანათლებელი, ქერიმ ანყოსი გარდაიცვალა. ის აღმოსავლეთმცოდნე, ჟურნალისტი და მთარგმნელიც იყო.

ქერიმ ანყოსი ქურთული ენის შესახებ არაერთი გამოკვლევის, საკითხავი წიგნისა და გრამატიკული სახელმძღვანელოს ავტორია. საკუთარი  მოღვაწეობა ანყოსმა საქართველოში მცხოვრები ქურთების კულტურის შესწავლას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა. ქერიმ ანყოსი  წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს ქურთულ რედაქციას.