ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
  • ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. კიდევ 10-ზე მეტი მოქალაქე საავადყოფოში რჩება. მათი მდგომაროება კრიტიკულია. როგორც ექიმები ამბობენ, დაზარალებულებს სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ. დაღუპულებს პატივი მოქალაქეებმა მიაგეს. მათ ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს. რუსეთის მიერ ანექსირებულ ქერჩში თავდასხმა გუშინ მოხდა. კოლეჯის შენობაში აფეთქებას სროლა მოჰყვა. თავდასხმის შემსრულებელი ამავე სასწავლებლის 18 წლის სტუდენტი აღმოჩნდა. გამოძიებამ თავდაპირველად თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, მკვლელობად გადააკვალიფიცირა. მომხდარის გამო, ანექსირებულ ყირიმში დღეიდან ოთხდღიანი გლოვა გამოაცხადეს.
  • “ჩვენ, როგორც მოწამეები, წავალთ ზეცაში და ისინი უბრალოდ მოკვდებიან”. ვლადიმერ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბირთვული ომის ინიციატორი # რუსეთი არ შეიძლება იყოს.
  • პუტინის მოკავშირე ვლადიმერ ლიტვინენკო ჟურნალისტებისგან 5 მილიონ რუბლს ვერ მიიღებს.